ალექსანდრე დიუმა – „ეპიზოდი”
ფართოდ მოარული ხმების თანახმად ცნობილი ხდება,რომ გენიალური ფრანგი მწერალი – ალექსანდრე დიუმა „უფროსი” (1802-1870 წლები) გურმანი და კარგი მადის პატრონი ყოფილა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ რუსეთში მოგზაურობის ჟამს დიდმა ფრანგმა ლიტერატორმა პანაევების ინტელექტუალურ ოჯახში იცხოვრა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მას შემდეგ,რაც დიუმამ მის მიმართ კეთილგანწყობილი მასპინძლების ოჯახი დატოვა და სამშობლოს მიაშურა,პანაევების ოჯახს გამოჩენილი რუსი პუბლიცისტი და ლიტერატურული კრიტიკოსი – ნიკოლოზ დობროლიუბოვი ეწვია.
- მე დიუმას პიროვნება მაინტერესებს,ის ხომ თქვენთან დიდხანს ცხოვრობდა? – განუცხადა ერთ-ერთ ბაასის დროს დობროლიუბოვმა ივანე პანაევის სანდომიან ქალიშვილს – ავდოტია პანაევას.
- მის შესახებ საინტერესოს ვერაფერს გეტყვით. – უკმაყოფილო ტონით შეეპასუხა ავდოტია დოროლიუბოვს.
- მაინც როგორი შთაბეჭდილება დატოვა დიუმამ თქვენზე? – არ მოეშვა ნიკოლოზი.
- მან მხოლოდ ის შთაბეჭდილება დატოვა,რომ კარგი მადა აქვს და მამაცი ადამიანია.
- რით გამოხატა თავისი სიმამაცე? – კიდევ უფრო დაინტერესდა დობროლიუბოვი.
- ერთბაშად ჭამდა ორ-ორ თეფშ თევზსა და ბოსტნეულის ხარშოს, შემწვარ სოკოებს, ღვეზელს და გოჭს ფათით. საამისოდ კი მართლაც დიდი სიმამაცეა საჭირო,განსაკუთრებით უცხოელისათვის,რომელსაც არასოდეს არ უგემია ეს კერძები… – მრავლისმეტყველად უპასუხა ნიკოლოზს ავდოტიამ. – (ავტორი გენია.ჯი)