იური ლევიტანი – „ეპიზოდი”
ებრაული წარმომავლობის მქონე ტელევიზიისა და რადიოს სახელგანთქმულმა რუსმა დიქტორმა – ისააკ ლევიტანმა (1914-1983 წლები),რომელიც ცნობისათვის,ადოლფ ჰიტლერს N 1 მტრად ჰყავდა გამოცხადებული და, რომელმაც პირველმა ამცნო საბჭოთა მოქალაქეებს დიდი სამამულო ომის დაწყება, 1961 წელს ქვეყნიერებას აუწყა მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში პირველი კოსმონავტის – იური გაგარინის კოსმოსიდან დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნება. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით,ლევიტანი იგონებდა,რომ გაგარინის მიერ კოსმოსში პირველმა წარმატებულმა გაფრენამ მასში ზუსტად იგივე ემოცია აღძრა,რაც 1945 წლის 9 მაისს აღეძრა. იმავე მოგონებებიდან ვგებულობთ,რომ,როდესაც ლევიტანმა საბჭოთა მოქალაქეებს გაგარინის პირველი წარმატებული კოსმოსური ვოიაჟის შესახებ აუწყა ინფორმაცია,სახელგანთქმული დიქტორი უკიდურესი აღტაცებისაგან სიხარულის ცრემლებს ძლივს იკავებდა. თავის მხრივ, კი, თავდაპირველად,როდესაც საბჭოთა მოქალაქეებმა რადიოში მეორე მსოფლიო ომში საბჭოეთის მთავარი დიქტორის – იური ლევიტანის ხმა გაიგონეს,ავტომატურად ივარაუდეს,რომ ეს „ომის” დაწყების მაუწყებელი სიგნალი იყო… საბედნიეროდ,მათი ვარაუდი არ გამართლდა. – (ავტორი გენია.ჯი)