მორის ფოცხიშვილი – „არცოდნა”

რაც თავი მახსოვს,მალიმალ

კვიცივით ვხედნი სირცხვილს, –

ვალს ვიხდი,ვისი ვალი მაქვს,

ვინ რა მასესხა ვიცი?

* * *

ბრმა ვარ და ხელჯოხს ვაცეცებ,

არ მცალია და ვიცლი,

ცეცხლს ვანთებ,მაგრამ ამ ცეცხლზე

ხელს ვინ მოითბობს ვიცი?

* * *

აზრს ვეჭიდები ამაზრზენს,

ვით ხავსს,მიწაზე მიცვლილს, -

გზას ვიკვლევ,მაგრამ ამ გზაზე

მგზავრად ვინ ივლის ვიცი?

კომენტარის დატოვება