ვაჟა-ფშაველა – „ეპიზოდი”
ერთხელ ჩვეულემისამებრ სოფელ ჩარგალიდან თბილისში ჩავიდა და გაზეთ „ივერიის” რედაქციას ესტუმრა „მთის არწივად” წოდებული ქართული ლიტერატურის გენიალური გართველი კლასიკოსი - ვაჟა-ფშაველა (1861-1915 წლები). (ავტორი გენია.ჯი) იმ დღეს ვაჟამ რედაქციაში დასაბეჭდად მიიტანა თავისი ახალი ლექსები და ახალი პოემა – „გველისმჭამელი”,რომელსაც მკითხველი ჯერ კიდევ არ იცნობდა. „ივერიის” რედაქციაში ვაჟა-ფშაველას ქართული ჟურნალისტიკისა და საზოგადოების განვითარების იტორიაში დიდი წვლილის დამდები ქართველი მწერალი – დავით მიქელაძე (მეველე) გულთბილად შეხვდა:
- რა ამბავია,ვაჟა,რომ გაგვიძულე,არ გვწყალობ,ასე იშვიათად ჩამოდიხარ? რამ შეგაყვარა ასე შენი ჩარგალი?
- ჰო, ჩემი ჩარგალი! ხომ იცი,ბატონო დავით: „სადაც ვშობილვარ,გავზრდილვარ და მისროლია ისარი!” ახლა მე ჩამოვიტანე ახალო პოემა „გველისმჭამელი”,მეც ბატონო დავით,იმ ხევსური მინდიასავით ჩინებულად ვგრძნობ თავს ჩემს ჩარგალში,გველის ხორცმა ახალი სული ჩამიდგა,ახალი ხორცი შემასხა. გულის ხედვა და თვალების,როგორც ბრმას და ყრუს,გამეხსნა,ახლა მე ყველაფერი მესმის: ფრინველთა გალობა,მცენარეთა და ცხოველთა ენა,აბა რა სჯობია ამისთანა ყოფას!” – მრავლისმეტყველად უპასუხა ვაჟამ.
- რას ამბობ,კაცო! ურწმუნოს ხორცი რამ შეგაჭამა! ვის გაუგონია ქრისტიანი კაცი გველის ხორცს სჭამდა! – გაკვირვებით წარმოთქვა „მეველემ” და იქვე მჯდომ ერთ-ერთ თანამშრომელს უთხრა:
- არტემ,გეთაყვა,ეს რაღაც გველისმჭამელი შენს ყუთში შეინახე. მე ვერ მოვკიდებ ხელს.
ვაჟამ კი კიდევ უფრო გააღიზიანა დავითი – „ბატონო დავით,გარწმუნებ,გველის ხორცი იმერულ საცივად ჩინებული იქნებოდაო!”
ეს კი ვეღარ მოითმინა იმერელმა (კულაშელმა) მიქელაძემ,გვერდზე გადააფურთხა,წამოდგა და გაღიზიანებულმა მეორე ოთახს მიაშურა. – (ავტორი გენია.ჯი)