გაბრიელ ეპისკოპოსი – „ეპიზოდი”

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, „უშიშარ მებრძოლად” წოდებული იმერეთის ეპისკოპოსი - გაბრიელი (1825-1896 წლები) მეტად მკაცრი და ულმობელი იყო,როდესაც საქმე სასულიერო პირის ურიგო საქციელს შეეხებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ ამ საკვირველმა კაცმა შეიტყო,რომ ერთი გაიძვერა იმერელი მღვდელი,სახელად – სიმონი,ხალხში ავრცელებდა ამბავს,თითქოს მას ხილვა ჰქონოდა,რა დროსაც მამა ღმერთი და მისი ანგელოზები ენახა და საიქიოს ამბები დაწვრილებით შეეტყო. მორწმუნეებმა ადვილად ირწმუნეს სიმონის,რითაც ერთობ სარფიანად ისარგებლა მან – ხალხი გაატყავა.

ერთ დღეს გაბრიელმა ეს მატყუარა მღვდელი თავისთან იხმო,დასვა,დაუტკბა,ჯერ დაუყვავა და მერე შეეკითხა:

- მამაო სიმონ,მართალია,რომ საიქიოს ყოფილხარ და მამა ღმერთთან საუბარი გქონია?! აბა,ჩემო სიმონ,მომიყევი როგორ იყო საქმე,რა გითხრა ღმერთმა?

სიმონი ჯერ შეშინდა,მაგრამ ტკბილი შეხვედრით და ალერსით გათამამებულმა მოახსენა გაბრიელ ეპისკოპოსს:

- დიახ,თქვენო მეუფებავ,გახლდით სამოთხეში და ჩვენს ცხონებულ მიცვალებულებს რომ ტკბილად ვესაუბრებოდი,უცებ დიდი,თეთრწვერებიანი მამა ღმერთი შემობრძანდა და მხიარულად მომესალმა: „ბუირომ,სიმონ ჩემოო. მიბრძანა და გადამკოცნა”.

 ამის გაგონებაზე გაბრიელი უცებ ცეცხლივით აენთო,მოიქნია,ხელში რომ ჯოხი ეჭირა,სიმონს თავში დაჰკრა და შესძახა: „ – ოჰ, შე საძაგელო, სულწაწყმედილო, განა ღმერთი ქართულის უცოდინარია, რომ შენ თურქულად მოგესალმა?”

როგორც ამბობენ,გაბრიელ ეპისკოპოსს ისე მაგრა დაუკრავს სიმონისათვის თავში ჯოხი,რომ სასულიერო პირს სისხლი წამოსვლია. იგი სიკვდილს კი გადარჩენია,მაგრამ ერთხანს უავადმყოფია. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>