„დამაკვირდი”
1. „ვისაც მე ვეძებ, მე ვარ”. – დიოგენე სინოპელი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „არ ღირს სირცხვილი იმ მარცხის გამო, რომელიც საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმეში მოუვა ადამიანს”. – ვასილი სლეპცოვი
* * *
3. „ყოველი ადამიანი თავისუფალია სიმპათიებსა და ანტიპათიებში ხალხის მიმართ!..” – ნიკოლოზ დობროლიუბოვი
* * *
4. „უნებისყოფო ხალხს დესპოტურად უნდა მოექცე. ისინი ცუდი ადამიანების გავლენის ქვეშ უფრო ადვილად ხვდებიან, ვიდრე კარგისა”. – ივანე პანაევი
* * *
5. „რკინა მანამ ჭედე, ვიდრე ცხელია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „ძნელია სიკვდილი იმის შეგნებით, რომ ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწარი… ვერაფრის!” – ნიკოლოზ დობროლიუბოვი
* * *
7. „იმდენად ძლიერია საზოგადოებაში შიში ყოველგვარი სიახლის მიმართ, რომ რაც არ უნდა სასარგებლო იყოს იგი, მაინც ღრიანცელს იწვევს. იყვირებენე, ილაყბებენ და გაჩუმდებიან”. – ვასილი სლეპცოვი
* * *
8. „ბევრს, მეტად გონიერ ადამიანს, ახასიათებს კერძო ცხოვრებაში ახირებულება”. – ილია ჩიქოვანი
* * *
9. „პროგრესი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელია, როცა ხალხი ჩვეულების წინააღმდეგ მოქმედებს”.
* * *
10. „ხალხი უბრალოდ ფლანგავს ფულს, და როგორც კი საკითხი რაიმე სასარგებლო საქმეს შეეხება, მასში ვერ მიაღებინებ მონაწილეობას, ყველა რაღაც უნდობლობას იჩენს სასარგებლო საქმის მიმართ”. – ვასილი სლეპცოვი – (ავტორი გენია.ჯი)