მორის ფოცხიშვილის გენიალური ლექსი – „პრიმიტივი”

არც რა რეკლამა, არც რა აფიშა,

არც ვინ, როკვით რომ იღებს ბარიერს, -

ის, მართალია, თვითონ გაგიჟდა,

მაგრამ ის მაინც თქვენ გადარიეთ.

* * *

არც რა „ბაროკო”, არც რა „გოთიკა”,

არც ვინ, ხელთოკით დასაბორკავი, -

მან ერთ საღამოს თავი მოიკლა,

თავი მოიკლა, როცა მოჰკალით.

* * *

არც რა გვემა და არც რა სისხლისღვრა,

არც ვის მოსვლია, მჯერა, ფიქრადაც,

რომ თქვენი ცოდვა, თვითონ იკისრა,

თქვენგან მოკლული თავს რომ იკლავდა.

კომენტარის დატოვება