ბალდუინ II დე კურტენე – „ეპიზოდი”
XIII საუკუნის მეორე ნახევარში სვედავსილი ლათინთა იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი – ბოლდუინ II დე კურტენე (1217-1273 წლები),ქვეყნის სახელმწიფო ხაზინის უკიდურესად გაპარტახებამ იძულებული გახადა დახმარება ყველასთვის ეთხოვა. (ავტორი გენია.ჯი) და რადგანაც დახმარება ვერავისგან ვერ მიიღო, ლათინთა იმპერიის უკანასკნელმა იმპერატორმა, იმისათვის,რომ ფული როგორმე ეშოვნა, კონსტანტინოპოლის, ანუ ქალაქის,რომლის შესახებაც რობერ დე კლარმა თავის დროზე თქვა – „მსოფლიოს სიმდიდრის ორი მესამედი კონსტანტინოპოლშია, ერთი მესამედი კი მთელი დედამიწის ზურგზეა მიმოფანტულიო”, ყველაზე ძვირფასი რელიქვიები გაყიდა. ცნობილია ისიც,რომ „შუა საუკუნეების პარიზად” წოდებული კონსტანტინოპოლიდან გაზიდული უძვირფასესი და უწმნიდესი რელიქვიების დიდი ნაწილი, მათ შორის – იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი, საფრანგეთის მეფის – ლუი წმინდას მიერ იქნა შეძენილი. გარდა ამისა, იმპერატორი გასაჭირმა იმ ზომამდეც კი მიიყვანა,რომ ტყვიის მონეტები მოეჭრა და სამეფო გვირგვინიდან საგანგებოდ ამოღებული პატიოსანი თვლები დაეგირავებინა, ხოლო ზამთრობით ბუხარი საიმპერატორო სასახლეთა დარბაზებში განთავსებული ხის ავეჯით გაეთბო. – (ავტორი გენია.ჯი)