თედორე რეშეტნიკოვი – „ეპიზოდი”
„ვუყურებ ბავშვებს და ზიზღს მგვრის ჩამი ბავშვობის მოგონება. თავში ცემით მეხსიერება დამიკარგეს. შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვობისას ყველანაირად ვარ ნაცემი. ალერსის გემო კი სრულებით არ ვიცოდი. ვინმე რომ მომეფერებოდა, ალბათ, მთელი ჩემი ბავშვური გულით მივენდობოდი მას”… – ეს სიტყვები ეკუთვნის გამოჩენილ რუს მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს – თედორე რეშეტნიკოვს (1841-1871 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ცხოვრების ადრეულ ეტაპზე დაობლებული თედორეს უსასტიკესი მეთოდებით „აღზრდამ” განუზომლად უარყოფითი კვალი დატოვა მომავალი მწერლის ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე. მოგვიანებით, უხეში ხასიათის მქონე რეშეტნიკოვი თავადვე აღიარებდა,რომ ზოგჯერ რაღაც გაბოროტება ეუფლებოდა ყველას მიმართ, რაც მისდამი მკაცრი მოპყრობის შედეგი იყო, პატარაობისას თურმე იმით სიამოვნებდა, თუ ვინმეს რაიმე სისაძაგლეს გაუკეთებდა. მაგალითად, ვისმე ჭაში ჩაუგდებდა მკვდარ კატებს, რათა წყალი ვეღარ ამოეღოთ და დაელიათ იმ ჭიდან; ბიძის ოჯახში შეგნებულად აფუჭებდა და ანადგურებდა ავეჯს. მიუხედავად ამისა,თედორეს ბიოგრაფები მაინც ერთმნიშვნელოვნად შენიშნავდნენ – „თუ იცოდით, როგორ პირობებში იყო აღზრდილი, ვერ უსაყვედურებდით მასო”. – (ავტორი გენია.ჯი)