მორის ფოცხიშვილი – „შედეგი”

შენს უთქმელ სიტყვას მათრახად გირტყამს

დრო და, ცხადია, გიშლიან ნერვებს,

საწუთროს მიერ აქ დასმულ კითხვას,

თვითონ საწუთრო პასუხობს მერე.

* * *

ადრე თუ გვიან იქნება ბრძოლა,

შუქს მიაბჯენენ შუბივით ჭერემს,

დრო ანადგურებს არსებულს ყოვლად

 და დრო აღადგენს არსებულს მერე.

* * *

გზა უგზოობას მგზავრივით ადგას,

რომ უგზოობაც გზად ექცეს სერებს, -

ვინც იბადება, ის კვდება, რადგან

კვლავ იბადება ცოტა ხნის მერე.

კომენტარის დატოვება