ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი წერდა…
„ყოველთვის მაოცებდა: რატომ აყენებდა პლატონი სათნოებათა შორის უკანასკნელ ადგილზე ვაჟკაცობას. დიახ, ვაჟკაცობა მაინცადამაინც ლამაზი გრძნობებისაგან როდი შედგება: მცირეოდენი გაშმაგება, მცირეოდენი პატივმოყვარეობა, სიჯიუტის მნიშვნელოვანი ნაწილი და უხამსი სპორტული დაკმაყოფილება… არასოდეს აღარ აღმაფრთოვანებს ადამიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვაჟკაცობას გამოავლენს…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი მხოლოდ იმას ამჩნევს სამყაროში, რაც თვითონ მის არსებობაშია მოცემული”.
* * *
„ადამიანთა უმეტესობა ქვეყნად ასეთია. მათ არ აწუხებთ სულიერი პრობლემები. ამ ადამიანების ჭეშმარიტებაა, როგორმე იარსებონ სამყაროში, სადაც არავინ არ ფიქრობს მათზე, არავის არ სჭირდება ისინი”.
* * *
„მაინცადამაინც დარწმუნებული არა ვარ, რომ ნამდვილად ვცხოვრობდი მას შემდეგ, რაც ბავშვობამ გაიარა”.
* * *
„საჭიროა წერა კი არა, დანახვა ვისწავლოთ”.
* * *
„ …ადამიანი, რასაკვირველია, სიყვარულისთვის არის შექმნილი, მაგრამ იგი შექმნილია ტანჯვისთვისაც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ფული თავისთავად ისე ნაკლებად მაინტერესებს, რომ მისი ქონა-არქონა ჩემთვის სულ ერთია”.
* * *
„არიან ალბათ ზღვიდან მონაქროლი ქარის მსგავსი ადამიანებიც!”
* * *
„ჭირივით მძულს ყოველგვარი აურზაური და თითქოს განგებ, მაინცადამაინც მე მემართება ის”.
* * *
„მიზანი ყველა ადამიანს ერთი აქვს – ჰარმონია, მშვიდობა, წესრიგი, კეთილდღეობა, მაგრამ მიზნის მისაღწევი საშუალებანი იწვევს სერიოზულ უთანხმოებას”.
* * *
„მე ჩემს ნაწერებში უნდა მეძებოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)