მორის ფოცხიშვილი – „ქართველებში”

ვისხედით და ვიხსენებდით გარდაცვლილებს,

შინმოუსვლელ მამებსა და ძმებს.

„არ კვდებიან მხოლოდ ნაღდი ქართველები,

რადგან ნაღდი ქართველები

ქართველებში კვლავ ცოცხლობენ დღეს!”

* * *

შავად ნაწერს ო, რა მშვიდად ვათეთრებდი,

ახლა ცისფერ მაგიდაზე

აზრი ჩემი ხელუხლებლად დევს:

„ქართველებში ქართველები არ კვდებიან,

რადგან ნაღდი ქართველები

უკვდავებას ანიჭებენ მკვდრებს!”

კომენტარის დატოვება