ელეონორა კასტილიელის პოლიტიკური მოძღვრება…
კასტილიის,ტოლედოსა და ესტრემადურის მეფის – ფერნანდო III-ს ქალიშვილმა და ინგლისის დედოფალმა (ედუარდ I პლანტაგენეტის მეუღლემ) – ელეონორა კასტილიელმა (1241-1290 წლები),თავის უფროს ქალიშვილთან – ელეონორა ინგლისელთან ერთ-ერთი დიალოგის დროს,საკუთარი პოლიტიკური ხედვა შემდეგი მოძღვრების მიხედვით ჩამოაყალიბა:
„ძალაუფლების მოყვარულობა – ყველაზე საიმედო ვნებაა. არ არსებობს იმაზე მიმზიდველი გასართობი, ვიდრე ის, რომ შენს ნებაზე ატარო ადამიანები, ქალაქები ააშენო, სახელმწიფოები გააერთიანო და მერე ისევ დააქუცმაცო. შექმნა – სიხარულია და ნგრევაც – სიხარულია; ნამდვილ გამარჯვებაში – დიდი სიხარულია, მაგრამ დამარცხებაზეც უარს ვერ ვიტყვი. თვით ეკლესიიდან განდევნაც კი გასართობი იყო ჩემთვის. როცა შეგაჩვენებენ ბიბლიით, სანთლებით, ზარების რეკვით და მაშინვე ჩააქრობენ საკურთხეველში სანთლებს, ჩამოაფარებენ ხატებს, შეაჩერებენ ზარების რეკვას, შმაგი სურვილი იღვიძებს შენში, ისევ აანთო სანთლები, რეკო ზარები, – დაუოკებელი სურვილი, რომელიც გონებას ამახვილებს.
დიდ გულში ყოველთვის არის ბევრი თავისუფალი ადგილი და იქ იოლად შეიძლება ჩაბუდდეს მოწყენილობა, მელანქოლია, ცბიერი მტერი. ცოტა ტანჯვა როდია საჭირო, რომ ცარიელი ადგილები შეავსო. ლტოლვა ძალაუფლების მოპოვებისაკენ – ესაა უდიდესი, მაცოცხლებელი და ჩაუქრობელი ცეცხლი. დამიჯერე, შვილო, პოლიტიკა სიყვარულის ყველაზე უტკბეს ღამეზე ნაკლებ როდი ახურებს სისხლს”. – (ავტორი გენია.ჯი)
ელეონორა ინგლისელი