Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„თავმდაბლობა უმშვენიერესი გვირგვინია. ყველაზე ღირსეული მსხვერპლია განადგურებული გული, ყველაზე დიდი სათნოება მორჩილებაა.
როცა ალალმართალ კაცს საქვეყნოდ დასცინიან, ამათრახებენ და აწამებენ, იგი მადლობას სწირავს ზენაარს სასჯელისათვის და გუნებაში ფიცსა დებს, რომ გამოსწორდება. იგი არ აღუდგება მათ, ვინც ბოროტება არგუნა წილად, პირიქით, თავის მწვალებელს ყოველივეს აპატიებს. დაჟინებით ფიქრობს სიკვდილის ჟამის მოახლოებაზე. თუკი ართმევენ იმას, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია – ცოლს და ბავშვს – მორჩილად თავს ხრის სამართლიანი განგების წინაშე, მაგრამ თუ მტრები მოითხოვენ მისგან სარწმუნოებისაგან განდგომას, სიხარულით გასწირავს თავის სიცოცხლეს.
ნუ დრტვინავთ, როცა წარმართთა თვითკმაყოფილებას და კეთილდღეობას შესცქერით. გზანი ღვთაებისა მოწყალეა, თუნდაც მიზანი მათი საუკუნეთა განმავლობაში იდუმალებით მოცული რჩებოდეს”.