ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი – „ეპიზოდი”

ისევე როგორც სხვა მრავალი ცნობილი ადამიანი, უკვდავი ლიტერატურული ქმნილების – „პატარა უფლისწული”-ს ავტორი,დიდი ფრანგი მწერალი – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერიც (1900-1944 წლები) ერთობ ფიცხი ხასიათით გამორჩეული პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) კოლეჯის მოსწავლეების მიერ – „მთვარეულად” წოდებულ ეგზიუპერს, თავისი მეტსახელი იმდენად აცოფებდა, რომ თუკი მას ვინმე „მთვარეულად” მოიხსენიებდა, საქმეში უმალ მუშტებს რთავდა და შეურაცხმყოფელს საკადრის უზღვავდა. ამიტომაც იყო, ანტუანს ნიშნებში დისციპლინისა და თავაზიანობის გასწვრივ ყველაზე დაბალი შეფასება – „ე” რომ ეწერა. ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ შეფასება „ე” ეგზიუპერს არა მხოლოდ დისციპლინასა და თავაზიანობაში, არამედ ბეჯითობასა და სისუფთავეშიც კი ეწერა. ყოველივე ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა ანტუანს საშუალო და უდისციპლინო მოსწავლის სახელი შესძინა. შესაბამისად, თუ ამის მიხედვით შეიძლება ადამიანის ნიჭიერებაზე მსჯელობა, მაინცადამაინც სახრბიელოს ვერაფერს უწინასწარმეტყველებდნენ ეგზიუპერს ლიტერატურულ ასპარეზზე. თუმცა… – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>