მუხრან მაჭავარიანი – „იყო და არა იყო რა”

იყო განთქმული პურადად,

ცხოვრობდა ჩინებულადა,

მიმინო ჰყვა და უყვარდა,

ცოლ მუცელს გადაუყვა და

ორმოცი გადაუხადა,

წლისთავი გადაუხადა,

საჭურჭლე გასცა უხვადა,

მაგრამ,

ვიდრე ცოლ,

ვიტყოდი:

მიმინო უფრო უვარდა.

* * *

იყო განთქმული პურადად,

ცხოვრობდა ჩინებულადა,

მიმინო ჰყვა და უყვარდა…

ცოლად ახალსა ნატრობდა,

სიკვდილმა აღარ ადროვა,

სიკვდილმა არც მას უხათრა,

ღამე დაეცა ყაჩაღი, -

ყანყრატო გამოუღადრა…

* * *

დარჩა მიმინოს ბურთი და მოედანი,

ლუკმა რაღა შორიდან მოეტანა:

- გემრიელიაო ქათამიც შინაური!

დაიწყო წიწილიდან

მამლით დაამთავრა…

ამის შემხედვარე

ძრწოდა

ხულა,

თავლა.

* * *

იყო განთქმული პურადად,

ცხოვრობდა ჩინებულადა,

მიმინო ჰყვა და უყვარდა

მიმინო ჰყვა და უყვარდა.

კომენტარის დატოვება