იცით თუ არა,რომ?!
1. დიდი ქართველი მწერალი – კონსტანტინე ლორთქიფანიძე, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო ერთობ ახირებული ხასიათი, რატომღაც ძალიან ერიდებოდა სურათის გადაღებას. ამბობენ,რომ ამ შესანიშნავ ქართველ ლიტერატორს ერთადერთხელ გადაუღეს სურათი და ისიც დიდი გაჭირვებით, მოტყუებითა და მიპარვითო. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ბიზანტიის ლეგენდად ქცეული იმპერატორი – იუსტინიანე I, თავის „უღირსეულეს და ღვთივბოძებულ მეუღლეს” – თეოდორას, სიყვარულით – „უნაზეს ხიბლს” უწოდებდა.
* * *
3. აღმოსავლეთ რომის იმპერიის იმპერატორი – თეოდოსიუს II უმცროსი, თავისი დროის უდიდეს ნაწილს ხატვაში, ხელნაწერების დასურათებასა და გადაწერაში ატარებდა, რის გამოც მას მეტსახელად – „კალიგრაფი” შეარქვეს.
* * *
4. აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი მედიკოსი – თეოფრასტუს პარაცელსი – ვერცხლისწყლის, სპილენძის, დარიშხანისა და ანთიმონის ელემენტთა ნაერთებს ადამიანების გასნაკურნებლად იყენებდა.
* * *
5. რომის პირველი პაპი, რომელიც ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლს 525 წელს ეწვია, – იოანე I იყო. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6 „მათემატიკა იმდენად სერიოზულია, რომ ხელიდან არ უნდა გავუშვათ შემთხვევა, სახალისო გავხადოთ იგიო”, – ამბობდა გენიალური ფრანგი მათემატიკოსი – ბლეზ პასკალი.
* * *
7. დიდ ქართველ მგოსანს – აკაკი წერეთელს, 1908 წელს გამართულ იუბილეზე გიმნაზიელებმა მერვე კლასის მოსწავლის მიერ დახატული პორტრეტი უსახსოვრეს. თავის მხრივ, აკაკის პორტრეტის მერვე კლასელი ავტორი დიდი ქართველი მხატვარი – დავით კაკაბაძე იყო. ცნობისათვის, აღნიშნული სურათის უკანა მხარეს მოთავსებული გახლდათ გენიალური ქართველი ენათმეცნიერის – აკაკი შანიძის ლექსი.
* * *
8. ასურეთისა და ეგვიპტის სახელგანთქმული დედოფლები – სემირამიდა და კლეოპატრა, განსაკუთრებით ეთაყვანებოდნენ ისეთ ძვირფას მინერალურ ქვას, როგორიც გახლავთ – მარგალიტი.
* * *
9. სამეგრელოს მთავრების საზამთრო რეზიდენციად ზუგდიდი იყო ქცეული, ხოლო საზაფხულო რეზიდენციად კი, თანამედროვე პერიოდის ხონის მუნიციპალიტეტში, ცხენისწყლის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებული ულამაზესი სოფელი – გორდი.
* * *
10. „მშვიდობით… დადგა აღსასრული! წადით სახლში!” – ეს იყო მეგობრების მიმართ წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვები ცნობილი რუსი პუბლიცისტისა და ლიტერატურული კრიტიკოსის – ნიკოლოზ დობროლიუბოვისა. – (ავტორი გენია.ჯი)