მორის ფოცხიშვილი – „ანტიაერობიკა”

ერთი, ორი, სამი, ოთხი, -

მანჭვა-გრეხით, ხოხვით, ფორთხვით!

* * *

ერთი, ორი, სამი, ოთხი, -

მითქმა-მოთქმით, კვნესით, ოხვრით!

* * *

ერთი, ორი, სამი, ოთხი, -

შოლტით, ქამრით, ხიშტით, ჯოხით!

* * *

ერთი, ორი, სამი, ოთხი, -

შურით, ღვარძლით, იჭვით, ბოღმით!

* * *

ერთი, ორი, სამი, ოთხი, -

შუბით, დანით, ტყვიით, ბომბით!

* * *

ერთი, ორი, სამი, ოთხი, -

ლიქნით, ლიზღით, ქედის მოხრით!

* * *

ერთი, ორი, სამი, ოთხი, -

ბარით, წერაქვით და ფოცხით…

* * *

ერთმანეთის მითხრა-მოთხრით, -

ერთი, ორი, სამი, ოთხი!

კომენტარის დატოვება