„დამაკვირდი”
1. „ადამიანი ხეა თავის ტყეში, ნადირია თავის ტყეში, ნადირი, რომელიც თავის ბუნაგიდან მხოლოდ საჭმლისათვის გამოდის”. – გაბრიელ გარსია მარკესი - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „ჰუმანურობა ცივილიზაციის ნაყოფია. განვითარებული ადამიანისათვის საზიზღარია ორფეხა პირუტყვი”. – ვასილი ბოტკინი
* * *
3. „თუკი გასაჭირის დროს განზე დგახარ, არც სიხარულის დროს მოგეცემა რაიმე უფლება”. – პოლ გოგენი
* * *
4. „არიან ადამიანები, რომლებსაც აკვნიდანვე დაჰყვებათ მარტოობის ნიშანი”. – გაბრიელ გარსია მარკესი
* * *
5. „სიყვარულის გრძნობა გონებაზე არაა დამყარებული”. – ჯეკ ლონდონი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „ცივილიზაციაში მუქთახორებს არაფერი ესაქმებათ”. – ჰენრი ფორდი
* * *
7. „დრო მტვრად გვაქცევს”. – ფრანგული სიბრძნე
* * *
8. „საკუთარი თავის პატივისცემა, საკუთარი ძალის შეგრძნება – ეს ერთადერთი ნუგეშია ამ ქვეყანაზე”. – პოლ გოგენი
* * *
9. „სიცოცხლე – აი ,ეს არის სამშობლო”. – გაბრიელ გარსია მარკესი
* * *
10. „ყოველი წუთი, როცა არ ვეზიარებით ჩვენს მაცხოვარსა და მის მოძღვრებას, ამაოა და დაკარგული”. – ლიონ ფოიხტვანგერი – (ავტორი გენია.ჯი)