ნიკოლოზ ჩერნიშევსკი – „ეპიზოდი”
ავდოტია პანაევას მოგონებებიდან ვგებულობთ,რომ სახელგანთქმულ რუს ფილოსოფოს-მატერიალისტსა და ენციკლოპედისტს – ნიკოლოზ ჩერნიშევსკის (1828-1889 წლები) დიდ დისკომფორტს უქმნიდა თავისი ახლომხედველობაო. (ავტორი გენია.ჯი) „სიბეცე ხელს უშლიდა დაკვირვებული ყოფილიყოო”, – სწორედ ამის გამო შენიშნავდნენ ჩერნიშევსკის შესახებ მისი ბიოგრაფები თავიანთ ნაშრომებში. ახლომხედველობასა და დაუკვირებლობას არერთხელ ჩაუგდია ნიკოლოზი გაუგებრობასა და უხერხულობაში. მაგალითად, ერთხელ, პანაევასთან მისულმა ჩერნიშევსკიმ მდაბალი სალამი მისცა სკამზე მიგდებულ ქურქს, რომელიც მან ქალად მიიღო; რამდენჯერმე კი რუს ფილოსოფოსს მუფთა (ბეწვისაგან დამზადებული ორივე მხრიდან ხელის შესაყოფი სათბური,რომელსაც მანდილოსნები გამოიყენებენ სიცივის ჟამს) კატა ჰგონებია და ხელითაც მოფერებია მათ. – (ავტორი გენია.ჯი)