ვლადიმერ ვერნადსკი – „ეპიზოდი”
გეოქიმიის, ბიოგეოქიმიის, რადიოგეოლოგიისა და ბიოსფეროს მოძღვრების რუსი ფუძემდებელი – ვლადიმერ ვერნადსკი (1863-1945 წლები) საზოგადოებისათვის სასარგებლო პოლიტიკური განვითარების უმაღლეს სტადიად – „სწავლულთა დიქტატურას” მიიჩნევდა. (ავტორი გენია.ჯი) მან არ მიიღო სოციალიზმი, რომელიც მის თვალწინ შენდებოდა,თუმცა არ მიიღო არც კაპიტალიზმი, და მიიჩნევდა,რომ საზოგადოება ბევრად უფრო რაციონალური უნდა გამხდარიყო. მიუხედავად ასეთი პოლიტიკური მსოფლმხედველობისა, ვერნადსკი თავისი უზარმაზარი სამეცნიერო მიღწევების შედეგად არა მხოლოდ გადაურჩა საბჭოეთში მიმდინარე რეპრესიებს, არამედ ხელისუფლებისაგან დიდი დაფასებაც მოიპოვა. მას სხვა საბჭოთა მეცნიერებისაგან განსხვავებით, ხელისუფლებამ უფლება მისცა გამოეწერა უცხოური სამეცნიერო ჟურნალები ყოველგვარი ცენზურის გარეშე. და ეს მაშინ, როდესაც თვით სპეციალიზირებულ ბიბლიოთეკებში დაცულ სამეცნიერო გამოცემებშიც კი უამრავი ფურცელი იყო შეგნებულად განადგურებული ცენზურის მიერ. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ვლადიმერ ვერნადსკი მთელი ცხოვრების განმავლობაში მუდმივად შიშობდა, მამის მსგავსად, თავადაც ინსულტით არ გარდაცვლილიყო. „ბედის ირონიით” მეცნიერი 1945 წლის 6 იანვარს სწორედ რომ ინსულტის შედეგად აღესრულა. – (ავტორი გენია.ჯი)