იცით თუ არა, რომ?!
1. რუსთაველის თეატრში დასვენებულ გენიალურ ქართველ მსახიობს – სერგო ზაქარიაძეს, სხვა უამრავ ადამიანთან ერთად უკანასკნელი პატივი მიაგო საბჭოთა არმიის მესაზღვრე-ჯარისკაცებმაც, რომელთაც ხელთ ეპყრათ უზარმაზარი გვირგვინი, წარწერით: „ჯარისკაცის მამას მისი შვილებისაგან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „იმპერატორი, რომელსაც არასოდეს სძინავს”. – ასე განაცხადა ბიზანტიის საიმპერატორო კარზე მომსახურე ერთ-ერთმა კარისკაცმა ბიზანტიის ლეგენდად ქცეული იმპერატორის – იუსტინიანე I-ის შესახებ.
* * *
3. სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა საფრანგეთის „მეფე-მზედ” წოდებულმა – ლუი XIV დე ბურბონმა სიკვდილის წინ გასაოცარი სიტყვები წარმოთქვა: „როცა მე მეფე ვიყავი…”
* * *
4, მიუხედავად იმისა,რომ პოლ გოგენი ედგარ დეგას უდიდეს პატივს სცემდა, მის შესახებ საკუთარ შეხედულებას მაინც ასე აყალიბებდა: „საშინელი კაცია, მაგრამ გულწრფელია და პატიოსანი”.
* * *
5. საფრანგეთის უმშვენიერეს დედაქალაქ – პარიზში განთავსებული „ელისეის სასახლე” საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტების უმთავრეს რეზიდენციად 1870 წელს გადაიქცა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. საფრანგეთის დიდი რევოლუციის მიმდინარეობის ჟამს, რევოლუციის სულისჩამდგმელთა და ლიდერთა (მარატი, დანტონი, რობესპიერი და ასე შემდეგ) ერთ-ერთი შეხვედრისას ითქვა: „უკანასკნელი მღვდელი უკანასკნელი მეფის ნაწლავებით უნდა მოვაშთოთო”. ის სასტიკი ტერორი,რომელიც მოეწყო საფრანგეთში რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, გვარწმუნებს იმ სიტყვების სინამდვილეში, რაც რევოლუციამდე განაცხადა მისმა ბელადებმა.
* * *
7. „მე სული წმინდა ვარ, ჯანსაღი სული”. – ასეთი სახის მქონე წარწერა გააკეთა გენიალურმა ნიდერლანდელმა მხატვარმა – ვინსენტ ვილემ ვან გოგმა თავისი ოთახის კედელზე არლში ცხოვრების პერიოდში.
* * *
8. „გამოუსწორებელი ჩარჩიაო”, – ასე ამბობდა დიდი ფრანგი ფერმწერი – კამილ პისარო გენიალური ფრანგი კოლეგის – პოლ გოგენის შესახებ.
* * *
9. ბიზანტიის ეკლესიის განუზომელი გავლენის შეზღუდვის მიზნით, იმპერატორი – ნიკიფორე II ფოკა იქამდეც კი მივიდა ,რომ 964 წელს საერთოდ აკრძალა ბიზანტიის იმპერიაში ახალი მონასტრების დაარსება და მიწა-წყლის ბოძება უკვე არსებული მონასტრებისათვის.
* * *
10. დიდი ფრანგი მხატვარი – ედუარ მანე ყოველთვის ენის გაწკლაპუნებით გამოხატავდა თავის აღტაცებას. – (ავტორი გენია.ჯი)