ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებებიდან…
„საფრანგეთიდან 1945 წლის 5 აპრილს გამოვფრინდით, ომი ჯერ კიდევ არ იყო გათავებული. ღამე რომში გავათიეთ. რომიდან შუაღამისას განვაგრძეთ საჰაერო გზა და 8 საათის შემდეგ დავეშვით ბიზერტაში. ბიზრტიდან ქაიროში გადმოვფრინდით და იქ კი 2-3 დღეს გავჩერდით, უამინდობის გამო, იქიდან – თეირანში და იქაც 3 დღეს გაგვაჩერა უამინდობამ, მაღალ მთებს უნდა გადმოვვლებოდით თავს. 11 აპრილს გამოვფრინდით თეირანიდან და 7-8 საათის შემდეგ უკვე თბილისის აეროდრომზე დავეშვით. თვითმფრინავიდან რომ გადმოვდგი ფეხი, აკაკის ლექსი მომადგა ენაზე: „ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო!.. დედა-შვილობას, ბევრს არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო!” 82 წლის მოხუცს ამიხდა დიდი ხნის ნატვრა, დავუბრუნდი სამშობლოს და დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძეული. საშუალება მომეცა, ჩემს უნივერსიტეტში და ახალშობილ აკადემიაში დამეწყო მუშაობა. ოღონდ ძალზე მიკლავს გულს ის გარემოება,რომ ჩემი საცოდავი მეუღლე, ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის ერთგული თანამგზავრი, საფრანგეთის მიწაში დამრჩა დამარხული”… – (ავტორი გენია.ჯი)