პოლ გოგენი წერდა…
„ტაიტი ამ ქვეყნად ყველაზე ჯანსაღი ქვეყანაა… ამ დამყაყებულ, ღვარძლით სავსე ევროპაში კი, ორიოდ სუ თუნდაც ჰქონდეთ, ჩვენი შვილების მომავალი მაინც ბნელით არის მოცული. მაშინ, როდესაც ჩვენი პლანეტის ერთ მხარეზე კაცებს და ქალებს მხოლოდ მუდმივი, განუწყვეტელი შრომის ფასად შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, როცა ისინი შიმშილისა და სიცივის მუხრუჭებში მოქცეულნი წელში წყდებიან, გაჭირვებისგან იტანჯებიან. ტაიტელები – ოკეანეთის სამოთხის მკვიდრნი კი – მარტოოდენ სიცოცხლით ტკბებიან. ცხოვრება მათთვის სიმღერა და სიყვარულია. ბედზე მოწუწუნე ევროპელებმა აი, ამაზე უნდა იფიქრონ”. – (ავტორი გენია.ჯი)