კლემენტ VIII – „ეპიზოდი”

1598 წელს რომში შეთქმულების შედეგად მოკლული იქნა ერთ-ერთი უმდიდრესი და გავლენიანი რომაელი არსიტოკრატი – ფრანჩესკო ჩენჩი. (ავტორი გენია.ჯი) მეტად საყურადღებოა ის გარემოება,რომ მოკლულის წინააღმდეგ შეთქმულება და მკვლელობა დაგეგმილი და განხორციელებული იქნა თავად მსხვერპლის ქალიშვილის – ბეატრიჩეს, ვაჟიშვილის – ჯაკომოსა და მეუღლის – ლუკრეციას მიერ. ფრანჩესკო ჩენჩი ოჯახის წევრებმა თავისი უგვანო, გათახსირებული და სამარცხვინო ქმედებების გამო გაწირა. ის, რასაც გათახსირებული ფრანჩესკო თავისი ოჯახის წევრების წინაშე სჩადიოდა (სექსუალურ ურთიერთობას იჭერდა იძულებით საკუთარ ქალიშვილთან), რომაელებისათვის ცნობილი ფაქტი იყო, რის გამოც „მარადიული ქალაქის” მკვიდრნი ძალიან განარისხა და შეაშფოთა მკვლელობაში ბრალდებულებისათვის გამოტანილმა სასიკვდილო განაჩენმა. ერთადერთი, ვისაც სიკვდილმისჯილთა შეწყალება ძალუძდა, რომის პაპი - კლემენტ VIII (1536-1605 წლები) იყო. ამიტომაც მიავლინეს რომაელებმა მასთან მსჯავრდებულთა ადვოკატი. მას შემდეგ, რაც ადვოკატი კლემენტ VIII-სთან მივიდა თხოვნით, შეეწყალებინა თავისი დაცვის ქვეშ მყოფი  პირები, პონტიფიკოსისაგან უარი შეწყალებაზე ერთობ უკმეხი სიტყვით მიიღო: „ – როგორც ჩანს, რომში მოიპოვებიან ადამიანები, რომელნიც თავიანთ მამას კლავენს და ადვოკატებიც, რომელნიც ამ ადამიანებს იცავენ!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>