მუხრან მაჭავარიანი – „დონ კიხოტი”

ვემთხვევი შენსას, დონ კიხოტო, ჟანგიან შპაგას!

ოქროსი მინდა შენს როსინანტს დავაკრა ნალი!

შენ გაიხარე, ეგ ჯაგლაგი რომ ახსენ ბაგას

და ქვეყანაზაე საყიალოდ დეზი რომ ჰკარი.

* * *

თვინიერ შენსა, შენისთანა ვის უვის სატრფო?!

სამართალს ქვეყნად, სხვა ვინ არი, შენებრ რომ ნატრობს?!

ყოველი დროის კანონთანი ვინ არის მტერი?! -

თუ არა შენ და, ეგ, პირბლაგვი მახვილი შენი?!

* * *

ვინ დაიკვეხნის პატიების შენხელა უნარს?!

ყველა ჩაგრულზე, შენოდენი ვის ძალუძს, ზრუნვა?!

ვინ აიტანდა, შენ რომ იტან, დაცინვას იმდენს?!

სხვა ვინ ბრძანდება, შენებრ მტკიცე და არამკითხე?!

* * *

მიყელებს ხოლმე როცა ღამე, ვით შავი თოვლი,

არსობის ჩვენის მიმწარდების როდესაც პური, -

ო, როგორ მინდა მაშინ შენი საფლავის პოვნა,

რომ მოვიოხო იქ ცრემლით და სიცილით გული.

კომენტარის დატოვება