ჟიულ რომენი – „ეპიზოდი”
ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე ვრცელ ნაწარმოებად მიჩნეულია „ჟიულ რომენის” ფსევდონიმით ცნობილი სახელგანთქმული ფრანგი მწერლის,პოეტისა და დრამატურგის – ლუი ანრი ფარიგულის (1885-1972 წლები) მიერ დაწერილი უზარმაზარი მოცულობის მქონე რომანი – „კეთილი ნების ადამიანები”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა რომანმა მზის სინათლე პირველად 1932 წელს იხილა და მისი სრული ვერსიის 27 ტომად გამოცემა 1947 წლამდე განხორციელდა. საინტერესოა ის გარემოება,რომ ჟიულ რომენის ლიტერატურული ქმნილება საერთო ჯამში – 4 959 გვერდისაგან შედგება და მასში გამოყენებულია 2 070 000 სიტყვა. იმისათვის რომ კარგად წარმოვიდგინოთ, თუ რაოდენ მრავალრიცხოვანი სიტყვები იქნა ავტორის მიერ გამოყენებული ზემოაღნიშნულ ნაწარმოებში, საკმარისია გავიხსენოთ,რომ „ბიბლიაში” სულ 773 700 სიტყვაა გამოყენებული. – (ავტორი გენია.ჯი)