ვიქტორ-მარი ჰიუგო – „ეპიზოდი”
„ჩვენს ასწლეულში ერთადერთი კლასიკოსი ცხოვრობს, ე რ თ ა დ ე რ თ ი, გამიგეთ? და ის ერთადერთი კლასიკოსი – მე ვარ! მე ყველაზე კარგად ვიცი ფრანგული ენა… მადანაშაულებენ იმაში, რომ ძალიან ამაყი ვარ; დიახ, ეს სრული სიმართლეა, რადგან ჩემი სიამაყე – ეს ჩემი განსაკუთრებული ძალაა”. – ამ სიტყვების ავტორი გახლდათ ფრანგული დემოკრატიული რომანტიზმის მთავრად აღიარებული გენიალური ფრანგი მწერალი – ვიქტორ-მარი ჰიუგო (1802-1885 წლები). (ავტორი გენია.ჯი) თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად, დიდი ლიტერატორი ფიზიკურად ძალიან ძლიერი ყოფილა. გარდა იმისა,რომ ფრიად ამტანი იყო, გამოირჩეოდა განუზომელი შრომისმოყვარეობითა და ჯანმრთელობის გასაოცარი უნარითაც. ამის დასტურია ისიც,რომ ჰიუგოს კბილი პირველად 72 წლის ასაკში ატკივებია. ეს იმდენად უცხო მოვლენა ყოფილა ვიქტორისათვის,რომ გაკვირვებულს უკითხავს კიდეც – „ეს რა არისო?”
ყურადღებიან მამასა და ბაბუას ლიტერატურული მოღვაწეობიდან უზარმაზარი შემოსავალი გააჩნდა. მიუხედავად ამისა, სხვა მრავალ მდიდარ ადამიანთა მსგავსად, ვერავინ იტყვის, რომ იგი ძუნწი იყო. ამას მოწმობს ის გარემოება,რომ წლების განმავლობაში ყოველ ორშაბათ დღეს, ჰიუგოს უშუალო დაფინანსებით 40 ობოლი ბავშვისათვის ეწყობოდა დიდებული სადილები, რა დროსაც ბავშვებს სრული შესაძლებლობა ეცემოდათ კარგად დანაყრებულიყვნენ. – (ავტორი გენია.ჯი)