ილია ჭავჭავაძე – „ეპიზოდი”
მას შემდეგ, რაც საქართველოს „უგვირგვინო მეფედ” წოდებულმა დიდმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ – ილია ჭავჭავაძემ (1837-1907 წლები) საადგილმამულო ბანკი დააფუძნა, მის მიმართ სამდურავი ბევრმა გამოთქვა. (ავტორი გენია.ჯი) ილიას საყვედურობდნენ იმას,რომ დიდ დროს ანდომებს ბანქოს თამაშსა და საადგილმამულო ბანკის საქმიანობას, რის გამოც დრო აღარ რჩება წერა-კითხვის საზოგადოების საქმიანობა სათანადო დონეზე წარმართოსო. ერთ დღეს, როდესაც თბილისში წერა-კითხვის საზოგადოების სხდომა იმართებოდა, გორელმა ექიმმა ხუდადოვმა (ცნობისათვის, მისი გაშენებულია კუკიის სასაფლაოს ზემოთ განთავსებული ტყე) ერთობ რიხიანად უსაყვედურა ილიას – „ილიავ, სულ ძილი და ძილი არ შეიძლება! აღარაფერს აკეთებ და ჩვენი საერთო საქმეც ვერ მიდის კარგადო”, რაზეც ხუდადოვმა ილიასაგან შემდეგი პასუხი მიიღო – „მე რომ მძინავს და მძინავს, ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ შენ ხომ გღვიძავს და ალბათ ბევრ რამეს აკეთებ; ჰოდა, ერთი გვაჩვენე, რა გაგიკეთებიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)