„დამაკვირდი”

1. „მე ვისურვებდი, რომ ჩვენს შვილებს ომი არასოდეს არ ენახოთ”. – გი დე მოპასანი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. „ყველა ასაკს თავისი დრო აქვს და შენი ხნოვანებით უნდა იცხოვრო. არც კაცი ვარგა ბავშვად და არც ბავშვი – კაცად, არც ჭაბუკი ხანდაზმულად და არც ხანდაზმული – ჭაბუკად”. – ოტია იოსელიანი

* * *

3. „მძინარე მგელი მშიერი რჩება. მძინარე კაცი ვერ გაიმარჯვებს”. – ლიონ ფოიხტვანგერი

* * *

4. „დედამიწის ზურგზე ყოველთვის მრავლად იყვნენ შერეკილები”. – პაულ თომას მანი

* * *

5. „რადგან ფიგურას ხელი შეახე, ვალდებული ხარ, სვლა გააკეთო”. – ლიონ ფოიხტვანგერი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „საუცხოო თანამდებობაა – იყო ადამიანი ქვეყანაზე”. – მაქსიმ გორკი

* * *

7. „ვიღაცა გვაკლდება, ვიღაცა გვემატება, ვიღაცა გულს დაგვწყვეტს, ვიღაცა გვაამებს, ვიღაცა გვშორდება, ვიღაცა გვიახლოვდება. წუთისოფელი ავია და სიავეს არ მოიშლის. უახლოესს, უმეგობრესს, უგულითადესს წაგართმევს და შეუგუებელს შეგაგუებს, შეგაჩვევს, გაიძულებს „ჭირსა შიგან გამაგრებას” და გათქმევინებს: – ეჰ, რას იზამ, თავს ზემოთ ძალა არააო! – და დავიწყების ნისლში გახვევს”. – ოტია იოსელიანი

* * *

8. „მშვიდობის ფიფქი უფრო ძვირფასია, ვიდრე გამარჯვების რკინის ტვირთი”. – არაბული სიბრძნე

* * *

9. „ღმერთი და ბედისწერა ერთი და იგივეა, ანდა ფილოსოფიის ენაზე: ღმერთი ყველა შემთხვევითობათა ჯამია”. – ლიონ ფოიხტვანგერი

* * *

10. „სიმდიდირე შრომითა და ოფლით კი არა, მახვილით მოიპოვება”. – ლიონ ფოიხტვანგერი – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>