პოლ გოგენი წერდა…
„ვიცი, თანდათან ნაკლებ და ნაკლებ გამიგებენ, მაგრამ ჩემი გზით სიარულის არ მეშინია. ეს გზა სხვათა გზებისაგან განზე მიდის. ბრბოსთვის ჩემი ხელოვნება გამოცანაა, ალბათ მერეც ასე იქნება, ზოგიერთი კი პოეტად ჩამთვლის. მაგრამ დღეს თუ ხვალ კარგს ღირსეულად შეაფასებენ. ასე იქნება თუ ისე იქნება, გეუბნებით, პირველხარისხოვან სურათებს დავხატავ, მე ეს მჯერა – აი ნახავთ. ხომ იცით, რომ როცა ლაპარაკი ხელოვნებასა და მხატვრობაზეა, ძირითადად მართალი ვარ”. – (ავტორი გენია.ჯი)