მეიერ ისააკ დე ჰაანი – „ეპიზოდი”

მიუხედავად ავადმყოფური სახის ხეიბრობისა, ებრაული წარმომავლობის მქონე სახელგანთქმულ იმპრესიონისტ ნიდერლანდელ მხატვარს - მეიერ ისააკ დე ჰაანს (1852-1895 წლები), მაინც, რაც ჯანსაღი და ძლიერი იყო, ის იზიდავდა განსაკუთრებით. (ავტორი გენია.ჯი) პატარა ტანის მქონე კუზიანი გენიოსი, რომელსაც თავი რაღაც უცნაურად ჰქონდა მხრებში ჩამძვრალი, ჩაცმის სტილით თითქოს ცდილობდა, რომ თავისი უჩვეულო გარეგნობისათვის გაესვა ხაზი. ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი გარემოებაა ისიც,რომ იგი მუდმივად თან ატარებდა წითელი ზუავის ფრიად უცნაურ ქუდს. გარდა ამისა, ნიდერლანდელ მხატვარს სხვა უცნაური ჩვევებიც გააჩნდა. მაგალითად, დე ჰაანი, ისევე როგორც წითელი ზუავის ქუდს, მუდმივად თან ატარებდა საკმაოდ მძიმე წონის მქონე ბიბლიას. იგი სხვა მხატვრებისაგან გამოირჩეოდა იმითაც,რომ მეტად უჩვეულოდ გრძელი ფუნჯებით ნატურმორტებზე გაზვიადებული სიდიდის საგნების ხატვა უყვარდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>