იცით თუ არა, რომ?!
1. სევილიური ადათის მიხედვით, სევილიელები ხეზე რამდენიმე (ერთ ან ორ) ხილის ნაყოფს ტოვებდნენ, რათა ხეს სიმარტოვე არ ეგრძნო და არ მოეწყინა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ტაიტელთა ენაზე სიტყვა – „აიტა” – არას აღნიშნავს.
* * *
3. ფრანკების სამეფოში ძველთაგანვე წესად ჰქონდათ „ვნების კვირას” ქრისტეს ვნებათა გასახსენებლად ამა თუ იმ ქალაქის მოედანზე სახეში გაერტყათ იუდეველთა წარმომადგენლისათვის – თემის უხუცესის ან რაბინისათვის.
* * *
4. ვერაგულად მოკლული დიდი ქართველი მამულიშვილი – დიმიტრი ყიფიანი – „საქართველოს მეორე დიმიტრი თავდადებულად” პირველად აკაკი წერეთელმა მოიხსენია მის საფლავზე.
* * *
5. სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი – ეკატერინე ჭავჭავაძე სიბერეში იმდენად დასუსტდა, რომ სიარული აღარ შეეძლო და გადაადგილებას მხოლოდ გორდელი გლეხების მიერ მხრებზე გადებული ტახტრევანითღა ახერხებდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ისტორიის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, საფრანგეთში, მეფის ნადირობის დროს მის ეტლში ჩაჯდომის უფლება ჰქონდათ მხოლოდ იმ პირებს, ვინც წარდგენილნი იყვნენ მეფის კარზე და ქვეყნისა და მეფის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება და ტიტულები გააჩნდათ.
* * *
7. „მე თაყვანს ვცემ მას. გოგენი უდიდეს შემოქმედად მიმაჩნია. მისი თითქმის მეშინია, მის სურათებთან შედარებით ჩემი სურათები არაფერიაო”. – წერდა ერთ-ერთ წერილში პოლ გოგენის შესახებ ვინსენტ ვილემ ვან გოგი თავის ძმას – თეოს.
* * *
8. ძვ.წ.აღ-ით IV-III საუკუნეებში მოღვაწე დიდმა ძველ ბერძენმა ბუნებათმცოდნე სწავლულმა – თეოფრასტემ დაწერა ნაშრომი – „ტრაქტატი ქვებზე”, რომელშიაც მას დაწვრილებით ჰქონდა აღწერილი 16 სახეობის ძვირფასი ქვა.
* * *
9. „ბევრი საოცარი ძალაა ბუნებაში, მაგრამ ადამიანზე ძლიერი ძალა არ არსებობსო”, – ღრმად იყო დარწმუნებული გენიალური ძველ ბერძენი დრამატურგი და ტრაგიკოსი – სოფოკლე.
* * *
10. პირამიდების უშუალო წინაპრად მიჩნეულია – მასტაბა. – (ავტორი გენია.ჯი)