მაორების შესახებ…
წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში განთავსებული ახალი ზელანდიის კუნძულოვანი ქვეყნის მკვიდრ მოსახლეებში – მაორებში, ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავება არ იყო ისეთი მკვეთრი სახით წარმოჩენილი, როგორც, ვთქვათ, – ევროპელებში. (ავტორი გენია.ჯი) მაორი ქალები მამაკაცების გვერდით „მამაკაცურადვე” მუშაობდნენ, რის გამოც მათ ფიზიკურადაც „მამაკაცური” ძალა გააჩნდათ: ისინი ძალიან შეკრული, მკვრივი, მსხვილკოჭება, მსხვილმაჯება და მხარბეჭიანები იყვნენ. თუმცა კი უნდა შევნიშნოთ,რომ მიუხედავად ასეთი აგებულებისა, მაორი ქალები ფრიად თეძოვიწროობითაც გამოირჩეოდნენ. ერთი ხელოვანი იმასაც შენიშნავდა,რომ მაორ ქალებს ძალიან შვენოდათ მათთვის დამახასიათებელი ლამაზი ცხოველის ძლიერი და მოხდენილი, ნელი ნაბიჯებით სიარული. მაორებში კაცსა და ქალს შორის ფრიად გულახდილი და ორაზროვნებას მოკლებული სიყვარული წარმოიშვებოდა. ისეთი სიყვარული, რომელიც მოკლებული იყო ყოველგვარ სენტიმენტალობას. მათში მთავარი ფიზიკური ტკობა იყო. წინასწარი არშიყობა, ისევე როგორც სიმორცხვე და მორიდება, მაორებმა არ იცოდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)