„პრაღის ყასბად” წოდებული – რაინჰარდ ჰაიდრიხის შესახებ…
მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საბაბით ბოჰემიისა და მორავიის რაიხსპროტექტორის (მმართველის) პოსტი დატოვა (ფაქტიურად, იძულებით დაატოვებინეს) გერმანელმა დიპლომატმა – ბარონმა კონსტანტინე ფონ ნეირატმა, ადოლფ ჰიტლერის პირადი ბრძანების საფუძველზე ამ უძველესი ჩეხური მიწების რეგენტად დანიშნული იქნა გაუგონარი სისასტიკითა და უკიდურესი ულმობელობით გამორჩეული გერმანელი სამხედრო პირი, სს-ის ობერგრუპენფიურერი – რაინჰარდ ტრისტან იოგენ ჰაიდრიხი (1904-1942 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ამ მიზანთროპმა კაცმა თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ბოჰემიასა და მორავიაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. ამასთან ერთად შექმნა ეგრეთწოდებული „დისციპლინარული სასამართლოები” და ჩეხების წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლების წინააღმდეგ დაიწყო დაუნდობელი ბრძოლა. ის ავადსასხსენებელი ბრძოლა, რომელსაც ათასობით უდანაშაულო ადამიანის მოსპობა მოჰყვა თან. ოფიციალური მონაცემების თანახმად, მარტო ორი თვის განმავლობაში (28 სექტემბრიდან 28 ნოემბრამდე) ყოველგვარი გასამართლების გარეშე სიკვდილით იქნა დასჯილი – 398 ადამიანი; აქედან 171 ჩამოახრჩვეს, დანარჩენი კი – დახვრიტეს. იმავე პერიოდში ჰაიდრიხის მიერ ჩამოყალიბებულმა „დისციპლინარულმა სასამართლოებმა” 1 134 ადამიანი გაასამართლა, რომელთაგან უმრავლესობა სიკვდილით დაისაჯა. რაინჰარდს თავისი სასტიკი და დაუნდობელი „მოღვაწეობის” გამო, ხალხმა – „პრაღის ყასაბი” უწოდა. და მართლაც, „პრაღის ყასბად” წოდებული ჰაიდრიხის მმართველობის პირველი რვა თვის განმავლობაში სიკვდილით დასჯილებს შორის იყო ექვსი ჩეხი გენერალი, ჩვიდმეტი მაღალი რანგის ჩეხი ოფიცერი, ორი პარლამენტის დეპუტატი, ერთი უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე, რვა პროფესორი, ათი ჟურნალისტი და ასე შემდეგ…
P.S. ცნობისათვის, „პრაღის ყასაბი” ჩეხი ხალხის შურისძიებას ემსხვერპლა 1942 წლის 4 ივნისს. – (ავტორი გენია.ჯი)