„არწივის მზერა”
ხატოვან თქმად ქცეული – „არწივის მზერა” უმეტესწილად მიჩნეულია, როგორც ადამიანის მზერაზე უფრო მახვილი მზერა. თუმცა უამრავმა ჩატარებულმა ცდამ აბსოლუტურად განსხვავებული შედეგები გამოავლინა. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,ავსტრალიაში ჩატარებული მრავალჯერადი ცდის დროს მზიან დღეში არწივმა ორი სატყუარიდან ერთ-ერთი მხოლოდ მაშინ გამოიცნო, როდესაც მანძილი მათ შორის იმაზე ერთ-ნახევარჯერ ნაკლები იყო, ვიდრე იმავე საგნის შესამჩნევად ნორმალური მხედველობის მქონე ადამიანს სჭირდება. ამ გარემოებას მეცნიერები შემდეგი სახის თეორიით ხსნიან: არწივისა და ადამიანისთვალთა ფოკუსური დაშორებაა 22 და 17 მილიმეტრი. შესაბამისად, განათების შემცირებასთან ერთად არწივის თვალის სიმახვილე უფრო სწრაფად კლებულობს, ვიდრე ადამიანისა. აქედან გამომდინარე გასაგები ხდება, რატომაც ერიდება ეს მტაცებელი ფრთოსანი შებინდებულზე ნადირობას. – (ავტორი გენია.ჯი)