შოთა ნიშნიანიძე – „სტუმარს არა თუ პატივი ვეცით”

სტუმარს არა თუ პატივი ვეცით -

აქ ყველა მასპინძელივით ცხოვრობს.

მაგრამ დედის რძე, ბუნების წესით,

შვილებს ეკუთვნით მხოლოდდამხოლოდ.

ჩვენც ყველა გვიყვარს, თუ დაგვიჯერებთ,

მარტო სამშობლო რა სათქმელია,

მაგრამ ეს სისხლი, გულს რომ გვიძგერებს,

მხოლოდღა მისთვის დასაღვრელია.

კომენტარის დატოვება