ფრიდრიხ II პრუსიელი – „ეპიზოდი”
„თითოეულმა თავს უშველოსო”. – წარმოთქვა ერთხელ „დიდად” წოდებულმა პრუსიის სახელგანთქმულმა მეფემ – ფრიდრიხ II პრუსიელმა (1712-1786 წლები). ამ სიტყვების ავტორი მონარქი ძალიან უცნაური პიროვნება იყო. (ავტორი გენია.ჯი) გერმანელთა დიდებული ხელიმწიფის სახელი კი მოიხვეჭა, და ამ დროს, თავად მას, გერმანელები საშინლად სძულდა. ფრიდრიხს ასევე, რბილად რომ ვთქვათ, არ უყვარდა მისი თანამედროვე ისეთი გენიალური გერმანელები, როგორებიც გახლდნენ – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე და კრისტოფ მარტინ ვილანდი.
„იმსჯელეთ, როგორც გენებოთ, ოღონდ მმორჩილებდეთო”, – მთელი ცხოვრების განმავლობაში ქადაგებდა ფრიდრიხი და ასეც ხდებოდა მის სამფლობელოში. და როდესაც, „დიდად” წოდებული მეფე სასიკვდილო სარეცელს მიეჯაჭვა, გულწრფელად აღიარა: „უკიდურესად მომქანცა მონების მართვა-გამგებლობამო”. – (ავტორი გენია.ჯი)