შოთა ნიშნიანიძე – „წიგნებს, რომლებსაც ვერ წავიკითხავ”

წიგნებს, რომლებსაც ვერ წავიკითხავ,

ლექსებს, რომლებსაც ვერასდროს დავწერ,

ბიჭებს, რომლებსაც ვეღარ შევხვდები,

ქალებს, რომლებსაც ვერ შევიყვარებ,

სიზმრებს, რომლებიც არ ამიხდება

ჩავთვლი დაკარგულ ბედნიერებად…

კომენტარის დატოვება