…მიუხედავად ამისა…

„არასოდეს, ბატონო! ვიდრე მე ამ ადგილზე ვარ, ბატონი გოგენი სახელმწიფო შეკვეთას ვერ ეღირსება! მისი ტილოს არცერთი კვადრატული სანტიმეტრი არ გვჭირდება!” – შესძახა საფრანგეთის ნატიფ ხელოვნებათა დეპარტამენტის განრისხებულმა დირექტორმა – რუჟონმა ერთ დღეს…

…მიუხედავად ამისა…

„თქვენს თხოვნაზე ახლავე უნდა გიპასუხოთ: „არ შემიძლია” ანდა უფრო უხეშადაც კი: „არ მსურს, არ მინდა”. მე არ ძალმიძს თქვენი ხელოვნების გაგება და, ესე იგი, არც სიყვარული”… – ასეთი სიტყვებით განუცხადა უარი პოლ გოგენს ტილოების შეძენის „დამამცირებელ” თხოვნაზე დიდმა შვედმა მწერალმა და პუბლიცისტმა – იოჰან ავგუსტ სტრინდბერგმა. (ავტორი გენია.ჯი)

…მიუხედავად ამისა…

„რად მინდა შენი ნაჯღაბნებიო!” – უკმეხად მიმართა ერთ დღეს გოგენს მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა – სატრმა, როდესაც შეიტყო მისგან, რომ ხელოვანმა რამდენიმე სურათი მიართვა საჩუქრად.

…მიუხედავად ამისა…

„თუ გინდათ, რომ ბავშვები გაართოთ, გოგენის გამოფენზე წაიყვანეთ. ბევრს იცინებენო”. – ასე დასცინოდნენ გაზეთები ხელოვანს…

…მიუხედავად ამისა…

„ოკეანეთის ველურები გაგიქურდავსო”, – პირდაპირ დასწამა ცილი დიდმა ფრანგმა მხატვარმა – კამილ პისარომ პოლ გოგენს, მაშინ, როდესაც მისი ერთ-ერთი გამოფენა დაათვალიერა… პისაროს გარდა გოგენის მიმართ თავის მტრულ დამოკიდებულებას არ მალავდნენ ისეთი გენიალური ფრანგი მხატვრები, როგორებიც იყვნენ – კლოდ მონე და რენუარი.

… და მაინც, მიუხედავად ამისა… პოლ გოგენმა სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე საკუთარი თავი შემდეგი სიტყვებით დაახასიათა:

„მე მხატვარი ვარ, დიდი მხატვარი და მე ეს ვიცი. დიდი რომ ვარ, საკუთარი გზით სიარულისთვის ამდენი სიმწარე მიტომ გამოვიარე. ასე რომ არ მექნა, დამნაშავე ვიქნებოდი, თუმც, დამნაშავედ ბევრს მივაჩნივარ. მაგრამ ეს ხომ სულ ერთია. გაჭირვება როდი მაწუხებს! (ავტორი გენია.ჯი) მე ის მაწუხებს, გამუდმებით ხელი რომ მეშლება მუშაობაში და ისე ვერ ვხატავ, როგორც ვგრძნობ.

ცენტრი ჩემი ხელოვნებისა ჩემს ტვინშია და არა სხვაგან. ძლიერიც სწორედ იმიტომ ვარ, არავის რომ არ შეუძლია გზას ამაცდინოს. მე ხომ მუდამ იმას ვხედავ, რაც ჩემშია. ბეთჰოვენი ბრმა და ყრუ იყო, ქვეყნიერებას მოწყვეტილი. აი, რატომ ჩანს მის მუსიკაში საკუთარ და განსაკუთრებულ პლანეტაზე მცხოვრები კაცი და შემოქმედი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>