ვლადიმერ ლენინი – „ეპიზოდი”
ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე ხანში, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში საშინელ რეპრესიებს ჰქონდათ ადგმული ფეხი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის დამაარსებელი და მისი უშუალო ხელმძღვანელი – ვლადიმერ ლენინი (1870-1924 წლები) მაქსიმ გორკის მეუღლეს – ელენე პეშკოვას ეწვია ბინაზე, სადაც ბეთჰოვენის სონეტები მოისმინა ისაი დობროვეინის შესრულებით. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ, რაც დობროვეინი ფორტეპიანოს დაკვრას მორჩა, რევოლუციის ბელადმა დამსწრეთა თანდასწრებით ფრიად ჩაფიქრებულმა წარმოთქვა:
„ – ყოველთვის სიმაყით – შემიძლია გულუბრყვილოდ – ვფიქრობ: აი, რა სასწაულების მოხდენა შეუძლიათ ადამიანებს! მაგრამ მუსიკის ხშირი მოსმენა არ შემიძლია – ნერვებზე მოქმედებს, ბრიყვული ლაპარაკის გუნებაზე მაყენებს; იმის სურვილს აღმიძრავს, თავზე ხელი გადავუსვა ადამიანებს, ვისაც საზიზღარ ჯოჯოხეთურ პირობებში ასეთი მშვენიერების შექმნა შეუძლია. დღეს კი არავისათვის თავზე ხელის გადასმა არ შეიძლება – ხელს მოგკვნეტენ. საჭიროა თავში ურტყა, შეუბრალებლად სცემო, თუმცა ჩვენ, ჩვენი იდეალის მიხედვით, ადამიანებზე ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგნი ვართ. ჰმ-ჰმ – ჯოჯოხეთურად ძნელია ასეთი თანამდებობა”. – (ავტორი გენია.ჯი)