„დამაკვირდი”

1. „იმიტომ იცოცხლო, რომ მოკვდე, საერთოდ, ვერაფერი გასართობია, მაგრამ თუ იცი, რომ უდროოდ მოკვდები, სიცოცხლე სრული სისულელეა”… – ანტონ ჩეხოვი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. „უმცირესობას ღმერთი ესაჭიროება იმიტომ, რომ დანარჩენი ყველაფერი აქვს, ხოლო უმრავლესობას იმიტომ, რომ არაფერი გააჩნია”. – ლევ ტოლსტოი

* * *

3. „ხანდახან სასიამოვნოა, გააოცო ადამიანი იმით, რომ მას არ ჰგავხარ; დაანახვო, რომ არ ეთანხმები მას”. – მაქსიმ გორკი

* * *

4. „არის წუთები, როდესაც მამაკაცი ქალს იმაზე მეტს ეუბნება, რაც ქალმა უნდა იცოდეს ამ მამაკაცზე. მამაკაცმა უთხრა და – დაივიწყა, ქალს კი ახსოვს”. – ლევ ტოლსტოი

* * *

5. „ჩვენ მონიჭებული გვაქვს სიცოცხლე იმის უეჭველი პირობით, რომ გმირულად დავიცვათ იგი უკანასკნელ წუთებამდე”. – ჩარლ დიკენსი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „დრო მკაცრი მსაჯულია, დასავიწყებელს ადვილად იმეტებს და იშორებს”. – სერგო კლდიაშვილი

* * *

7. „სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი შენატრის ძაღლის ბედს”… – ანტონ ჩეხოვი

* * *

8. „სხეული სულის მორჩილი ძაღლი უნდა იყოს, საითაც სული გაგზავნის, იქით უნდა მირბოდეს. ჩვენ კი როგორ ვცხოვრობთ? ბორგავს, ბობოქრობს სხეული, სული კი უკან მიჩანჩალებს უძლურად და საცოდავად”. – ლევ ტოლსტოი

* * *

9. „ისტორია ავი დედაა და სამაგიეროს მიზღვაში არაფერს არ ერიდება”. – ლენინი

* * *

10. „ – თურმე სიკვდილი გაცილებით იოლია, ვიდრე სიცოცხლე”. – (რუსი მწერლის – ნიკოლოზ კარონინ-პეტროპავლოვსკის უკანასკნელი სიტყვა) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>