მურმან ლებანიძე – „ეპიზოდი”
გენიალურ ქართველ პოეტსა და ესეისტსს – მურმან ლებანიძეს (1922-2002 წლები) ახალგაზრდული პრესის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სხვა მრავალ შეკითხვასთან ერთად შემდეგი სახის შეკითხვაც დაუსვა: „ – არსებობს თუ არა თქვენში ვიღაც უხილავი, ვინც „წითელ ფანქრებს” გაწვდით ლექსის დასაწერად და რას გვეტყოდით მის შესახებ?” – თავის მხრივ, დასმულ შეკითხვაზე დიდმა ქართველმა პოეტმა უმალვე ასეთი პასუხი გასცა: – „არსებობს! მე მაშინ და ახლაც, ორმოცდაათი წლის ასაკში, სიამაყით ვიმეორებ: თუ რამეს ვაკეთებ, – ჩემი ქართველი ხალხის, ჩემი სამშობლო ქვეყნის შეკვეთით! უსიტყვოდ ვემორჩილები მის ნებას და მადლობით ხელში ვიღებ მის „წითელ ფანქრებს”. – (ავტორი გენია.ჯი)