მურმან ლებანიძე – „შენ – სქართველო ხარ!”

იცოცხლე, მე ვიღორძინო, იცოცხლე, ვიქცე ბალღად,

იცოცხლე, მე მოგილხინო, თუ შენ მეყოლე კარგად!

ვაზო!

კორტოხო!

კრამიტო!

ჭადარო!

მზეო!

ცავ!

კაცსავით გადღეგრძელებ, – შენს სადღეგრძელოს ვსვამ!

* * *

იარე! მეტი რა გინდა!

შენ -

საქართველო ხარ!

კომენტარის დატოვება