სპილოს დიოსკორეა
სპილოს დიოსკორეა – წარმოადგენს დიოსკორეასებრთა ოჯახის მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეს (ლიანებს), რომლის გავრცელების უმთავრესი არეალებია დედამიწაზე არსებული ტროპიკული რეგიონები. (ავტორი გენია.ჯი) ამ უნიკალური მცენარის სამშობლოდ ბოტანიკოსები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას ასახელებენ. სწორედ იქ აღმოაჩინა იგი პირველად 1908 წელს ცნობილმა გერმანელმა ბოტანიკოსმა – ადოლფ ენგლერმა. იმ ენგლერმა, რომელმაც ახლადაღმოჩენილ საუცხოო მცენარეს I საუკუნეში მოღვაწე დიდი ძველ ბერძენი სამხედრო ექიმისა და ნატურალისტის – პედანიუს დიოსკორიდესის საპატივცემულოდ – „დიოსკორეა” უწოდა. გარდა სამეცნიერო სახელწოდებისა, სპილოს დიოსკორეას თიკუნებითაც მოიხსენიებენ. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია – „სპილოს ფეხი” და „ჰოტენტოტების პური”. ეს იშვიათი სილამაზის მქონე ფოთოლმცვენი ლიანები, რომლის ფოთლები (იზრდებიან 5 მილიმეტრამდე) ფორმით გულს მოგვაგონებენ, სიგრძით 5 მეტრამდე იზრდებიან. მცენარის ძირში განთავსებული უჩვეულო ფორმისა და მოყვანილობის მქონე ღეროს დიამეტრმა შესაძლოა ერთ მეტრამდეც მიაღწიოს. სპილოს დიოსკორეა თავისი იშვიათი სილამაზის წყალობით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია კულტივირებული დეკორატიული სახით. აფრიკაში, აზიასა და და ოკეანიაში კი მას ფართოდ მოიხმარენ, როგორც საკვებ პროდუქტს. – (ავტორი გენია.ჯი)
ადოლფ ენგლერი
დიოსკორიდესი