ანტუან ლორან ლავუაზიე – „ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, თანამედროვე ქიმიის გენიალური ფრანგი ფუძემდებელი და ბუნებისმეტყველი - ანტუან ლორან ლავუაზიე (1743-1794 წლები), საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდგომი რეპრესიების ერთ-ერთი უპირველესი მსხვერპლი გახდა. (ავტორი გენია.ჯი) უდიდეს ფრანგ მეცნიერს რევოლუციის გამარჯვების შემთხვევაში გილიოტინა რომ ემუქრებოდა, მისთვისაც ცნობილი იყო, რადგან კარგად უწყოდა იაკობინელების სიძულვილით აღსავსე დამოკიდებულება მისდამი. ლავუაზიეს განსაკუთრებით მტრობდა „ხალხის მეგობრად” წოდებული საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი – ჟან-პოლ მარატი. იმას, რომ სახელოვან ფრანგ მეცნიერს მეფის დამარცხებისა და რევოლუციის გამარჯვების შემთხვევაში სიკვდილით დასჯიდნენ, ლავუაზიეს შესახებ მარატის რევოლუციამდე წარმოთქმული ზიზღით აღსავსე სიტყვებიც ადასტურებდა: „ – ბატონი ლავუაზიე?.. თოფისწამლის ქარხნების დირექტორი! მეფის მოიჯარე, ხელმოცარული ქიმიკოსი! პარიზის უპირველესი მდიდარი, რომელმაც საფრანგეთის დედაქალაქს საბაჟო სასაკლაოებისა და გადასახადთა ბასტიონების კედელი შემოარტყა!.. ვერც წინ, ვერც უკან ფეხს ვერ გადაადგამ, თუ ბატონ ლავუაზიეს, ან გენერალურ ფერმერს ფულს არ გადაუხდი… უღარიბეს ფრანგებში მოკრეფილი ოცდაცამეტ მილიონ ლივრად ღირებული კედლები… აი, თაღლითის შვილი, ზერელე ქიმიკოსი, ჟენეველი სპეკულანტის მოწაფე. გადასახადთა მოიჯარე, დენთის კომისარი, სააღრიცხვო სალაროს მოხელე, სამეფო მდივანი, აკადემიკოსი, ჩვენი დროის უდიდესი ინტრიგანი, ვაჟბატონი, რომელსაც 40 000 ლივრი შემოსავალი აქვს და ნიშნად მადლიერებისა, ზოგიერთი უფლებაც ეძლევა. ინტრიგნობს, რითაც ეშმაკურად გადის პარიზში არჩევით თანამდებობებზე. სამწუხაროა, რომ ჯერ კიედვ არ ჰკიდია სახრჩობელაზე. მოქალაქენო, ჩემო ხალხო, რატომ ახსენებთ ლავუაზიეს, ამ დანოტივებული თამბაქოსა და მოწამლული ღვინის გამყიდველის სახელს?” – (ავტორი გენია.ჯი)
ჟან-პოლ მარატი