ჯეიმზ დიუი უოტსონი – „ეპიზოდი”
1962 წელს გენიალურ ამერიკელ ბიოლოგს – ჯეიმზ დიუი უოტსონს, „დნმ’-ის მოლეკულის სტრუქტურის აღმოჩენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ნობელის პრესტიჟული პრემია გადაეცა ჯილდოდ. (ავტორი გენია.ჯი) უოტსონის აღმოჩენამ რომ ბიოლოგიის სამყაროში ნამდვილი რევოლუცია მოაწყო, ყველასათვის ცნობილია. მიუხედავად უზარმაზარი წარმატებისა, ამერიკელი მეცნიერი კვლავაც აქტიურად განაგრძობდა კვლევებს, რაც თავის მხრივ, დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული. რამდენიმე ხანში უოტსონი ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ეს კი კვლევების შეწყვეტის ტოლფასი იყო… იმისათვის, რომ მთელი თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საქმეს არ ჩამოშორებოდა და კვლავაც განეგრძო კვლევები, სწავლული 2014 წელს იძულებული გახდა აუქციონზე გაეტანა და გაეყიდა 1962 წელს მიღებული ნობელის პრემია. აუქციონზე უოტსონის ნობელის პრემიის მოოქროვილი მედალი – 5 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა, რამაც უზრუნველყო კიდეც დიდი მეცნიერის მიერ წამოწყებული კვლევების გაგრძელება. გავიდა რამდენიმე ხანი… ერთ დღეს, ჯეიმზს ფოსტით პატარა ამანათი მიუვიდა. და აი, სასწაული – ამანათში უოტსონის – ნობელის პრემიის მედალი იყო ჩადებული პატარა წერილითურთ. მყიდველი უოტსონს მადლობას უხდიდა მედიცინაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და, რადგანაც მოგვიანებით კარგად გაათვითცნობიერა ჯილდოს „ნამდვილი” ღირებულება, მას უკანვე უბრუნებდა მეცნიერს ყოველგვარი ფულის დაბრუნების გარეშე. – (ავტორი გენია.ჯი)