შოთა ნიშნიანიძე – „არა მინდა რა”

არა მინდა რა, მილხინს თუ მიჭირს,

არაფერს არ ვთხოვ ბედს ჩაციებით,

ოღონდაც მომცა მოთმენის ნიჭი,

მონანიების და პატიების.

* * *

ოღონდ შემეძლოს კვლავ გაოცება

და სიყვარული ღვთით ბოძებული,

თუნდაც სულ ჩემი დღე და მოსწრება

ვიყო ბავშვივით მოტყუებული.

კომენტარის დატოვება