„ზამთრის სასახლე” – (ეპიზოდი)
1919 წელს სანკტ-პეტერბურგში „სოფლის ღარიბთა” ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე რუსეთის სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენელთა მსგავსად, რუსეთის ჩრდილოეთ გუბერნიებიდანაც ჩავიდა რამდენიმე ასეული გლეხი-დელეგატი, რომლებიც რომანოვების უნიკალურ ზამთრის სასახლეში დააბინავეს. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ, რაც ყრილობა დამთავრდა და დელეგატები უკან დაბრუნდნენ, აღმოჩნდა, რომ მათ ღამის ჭურჭლებად გამოეყენებინათ და წაებილწათ არა მარტო სასახლის დიდებული აბაზანები, არამედ უამრავი უძრავი უძვირფასესი ნივთიც. მათ შორის, გამაოგნებელი ოსტატობით ნაკეთები საქსონური და აღმოსავლური ლარნაკები. აქვეა გასათვალისწინებელი ის გარემოებაც, რომ ეს უსაძაგლესი ხულიგნური აქტი ყოველგვარ კულტურას მოკლებულ დელეგატებს საჭიროების გამო არ ჩაუდენიათ, – სასახლის საპირფარეშოები სრულ წესრიგში იყო და წყალსადენიც შეუფერხებლად მუშაობდა. სავარაუდოდ, მათი სურვილი იყო, შური ეძიათ თავიანთი სიღარიბის გამო, რაც „ზამთრის სასახლის” ძვირადღირებული და უმშვენიერესი ნივთების გაფუჭებითა და წაბილწვით გამოხატეს.
ამ ვანდალურმა აქტმა რუსეთში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. „მრავალგზის შემინიშნავს ადამიანთა შავბნელი, შურისმაძიებელი მისწრაფება მშვენიერების მსხვრევის, დამახინჯების, დაცინვისა და გათახსირებისა. მაგრამ, ასეთი არაფერიო”. – ამ სიტყევბით გამოხატა თავისი უკიდურესი აღშფოთება გამოჩენილმა რუსმა მწერალმა – მაქსიმ გორკიმ უვიცი და უკულტურო თანამემამულეების მიერ ჩადენილი ყოვლად სამარცხვინო საქციელის გამო. – (ავტორი გენია.ჯი)