„დამაკვირდი”

1. „მე, ვისაც ღმერთი არა მწამს, რატომღაც ძალზე ფრთხილად, ცოტა შიშითაც შევცქერი მას, შევცქერი და ვფიქრობ: „ეს კაცი ღმერთსა ჰგავს”. – ლევ ტოლსტოი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. „ულაყის უმადურობა უფრო ნაკლებად მანცვიფრებს, ვიდრე ადამიანის უხამსობა”. – ანატოლი ვინოგრადოვი

* * *

3. „ადამიანთა საზოგადოება არასოდეს არა დგას ერთ ადგილზე და ვერც ერთ საუკუნეში ვერ მიაღწევს იმ მდგომარეობას, რომელიც უცვლელი დარჩება უკუნისამდე”. – ჯაკომო ლეოპარდი

* * *

4. „ამქვეყნად აზრზე ძვირფასი არაფერია. იგია მთელი ყოფიერების დასაწყისი და დასასრული, მიზეზი და შედეგი, მამოძრავებელი ძალა და საბოლოო მიზანი. ვინ მაიძულებს მასზე ხელის აღებას? ადამიანები მშვენიერნი არიან მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მათში შესულია ეს მსოფლიო ძალა. თუ სამყაროს ჯერ კიდევ ბურავს ნისლი, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ აზრს არ გაუნათებია იგი; თუ ადამიანთა დიდი ნაწილი არამზადაა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ აზრს ჯერ კიდევ არ გაუთავისუფლებია ისინი უგუნურებისაგან”. – ნიკოლოზ კარონინი

* * *

5. „სხვა ვიღაა თავისუფალი, თუ არა ის, ვისაც თავის ნებაზე ცხოვრება შეუძლია?” – პერსი ბიში შელი – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „ყოველთვის როდი აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას ამბობენ, მაგრამ ის კი ყოველთვის მნიშვნელოვანია – როგორ ამბობენ”. – მაქსიმ გორკი

* * *

7. „ხელოვნება ის კი არ არის, რომ ადამიანებს სიამოვნება წაართვა, არამედ ის, რომ ბოროტმოქმედება ააცილო”. – ანატოლი ვინოგრადოვი

* * *

8. „როდესაც ქალი უყვართ – უყვართ ყველაზე უკეთესი ამ ქვეყანაზე, – და აუცილებლად თითოეულს ყველაზე უკეთესი ქალი უყვარს”. – ლევ ტოლსტოი

* * *

9. „როდესაც ვინმე ცოტა წინ გამოყოფს თავს, მას, ყოველი შემთხვევისათვის, თავში ჩაარტყამენ ხოლმე”.

* * *

10. „დღეს თვით საშუალო ნიჭიც კი სანთლით საძებარი გახდა”. – ჯაკომო ლეოპარდი – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>